ქართველი მეზღვაურები დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებას შეძლებენ

პუბლიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურები დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებას შეძლებენ. გაერთიანებულმა სამეფომ ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატები აღიარა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

„სახელმწიფოს ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩვენი მეზღვაურების აღიარებას. ​ეს არის უდიდესი გამოწვევა და შესაძლებლობლობა ჩვენი კერძო სექტორისათვის: საკრუინგო კომპანიებსა და ქართველ მეზღვაურებს გაეხსნათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დასაქმების ბაზარი. ამ აღიარებით დასაქმებისთვის იხსნება ისეთი მსხვილი დროშებიც, როგორებიცაა: კაიმანი, მენის კუნძულები, გიბრალტარი და ბრიტანეთის სხვა დამოკიდებული ტერიტორიები“ – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.