ქართველი ებრაელი ქალი, რომელიც „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, მოკლული იპოვეს

პუბლიკა

ეთნიკურად ქართველი ქალი თამარ გოლდბერგი, რომელიც 7 ოქტომბერს  ნოვას ფესტივალზე ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდსხმის შედეგად, დაკარგულად ითვლებოდა, მოკლული იპოვეს.

ინფორმაციას თამარ გოლდბერგის და სოციალურ ქსელში ავრცელებს.

თამარ გოლდბერგი მუსიკალური ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელსაც „ჰამასი” დაესხა თავს.

არსებული ინფორმაციით,  „ჰამასის” თავდასხმას შედეგად, სულ მცირე 2 ქართველი ებრაელის გარდაცვალება დასტურდება.