ქართველი რეჟისორი, ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა

პუბლიკა

წუხელ გარდაიცვალა ქარეთველი რეჟისორი ერმალო მაღრაძე.

ამის შესახებ ფეისბუქზე მისი მეუღლე, მანანა ხიდაშელი წერს.

ერმალო მაღრაძე კლინიკაში კორონავირუსზე მკურნალობდა.

მაღრაძე 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სცენარისტის სპეციალობით.

1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. 2000 წლიდან მოღვაწეობს ზესტაფონში. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც.