ქეით მიდლტონი აცხადებს, რომ სიმსივნე აღმოაჩნდა და ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს

პუბლიკა

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი აცხადებს, რომ სიმსივნე აქვს და ქიმიოთერაპიის კურსს გადის. მისი მიმართვის ვიდეო უელსის პრინცის და პრინცესის ოფიციალურ არხებზე ვრცელდება.

მიმართვაში პრინცესა ამბობს, რომ სიმსივნე იანვარში მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ დაუდგინდა და სამედიცინო ჯგუფმა პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

მიდლტონი ამბობს, რომ ის თავს კარგად გრძნობს და საზოგადოებას პირადი სივრცის და კონფიდენციალურობის დაცვა სთხოვა.

ქეით მიდლტონი საჯაროდ იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა, რამაც საზოგადოებაში სხვადასხვა კონსპირაციული თეორია გააჩინა.