ქეთი დოლიძის თქმით, „ვიღაც ჩოხოსანი მის შვილიშვილს თავს დაესხა"

პუბლიკა

„ჩემი შვილიშვილი მოდიოდა ჩემთან სახლში, ბაზალეთის ქუჩაზე! გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში, ჩემს ეზოში! ეს რა მხეცობაა, ლუკას და ორ მის მეგობარს აი ასე უაზროდ გამოეკიდა ვიღაც მხეცი”, – წერს რეჟისორი ქეთი დოლიძე ფეისბუქზე.

„ასე იცავთ „ქართველობას”? რა აქვს ამ სიმხეცეს საერთო ღმერთთან ან რწმენასთან, ან ადამიანობასთან??? ამას ვინ მართავს, ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს!!!” – ამბობს დოლიძე.

დღეს დილიდან ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველზე შეიკრიბნენ და ჟურნალისტების დევნა და მათზე თავდასხმები დაიწყეს. სიძულვილის ჯგუფები თავს დაესხნენ სხვა მოქალაქეებსაც, მათ შორის ბავშვებსაც.