ქობულეთის მერი გადადგა. ლევან ზოიძემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ის მიზეზებზე არ საუბრობს.
გუშინ თანამდებობა დატოვა ბათუმის მერმაც.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა. მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი „ქართულ ოცნებას“ და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“, – წერს ის.
ლევან ზოიძე 2007 – 2011 წლები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში მუშაობდა, 2012-2017 წლებში კი – იუსტიციის სახლში.