ქობულეთში ერთმანეთს სასწრაფო და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ, არიან დაშავებულები

პუბლიკა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო დახმარების მანქანა დაეჯახა. არიან დაშავებულები.

„აჭარის მაუწყებლის“ ინფორმაციით, სასწრაფო ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა და მას კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გადაჰყავდა.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ში დაშავებულებთან დაკავშირებით დეტალებზე არ საუბრობენ.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, მომხადარის შედეგად პაციენტი, მედდა და სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდნენ.