ქობულეთში, ძლიერი ქარის შედეგად, ავტომობილს ხე დაეცა და მასში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, – ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე მისულ დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
ძლიერმა ქარმა აჭარაში დააზიანა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, მოგლიჯა ხეები, ნაწილობრივ ან სრულად გადახადა სახლებს სახურავები.