ქობულეთში ავტომობილს ხე დაეცა, დაიღუპა 1 ადამიანი | ძლიერი ქარი აჭარა

პუბლიკა

ქობულეთში, ძლიერი ქარის შედეგად, ავტომობილს ხე დაეცა და მასში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, – ინფორმაცია „პუბლიკას”  შსს-ში დაუდასტურეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე მისულ დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ძლიერმა ქარმა აჭარაში დააზიანა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, მოგლიჯა ხეები, ნაწილობრივ ან სრულად გადახადა სახლებს სახურავები.