ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორსული ქალი და ახალგაზრდა კაცი დაიღუპნენ

პუბლიკა

ქობულეთში, სოფელ გვარაში, ავარიის დროს დაშავებული 28 წლის ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.

სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ის 30 კვირის ფეხმძიმე იყო და საავადმყოფოში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი, უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს.

28 წლის ქალის გარდა, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 30 წლის კაცი, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.