ქრთამის აღების ბრალდებით თავდაცვის ძალების მაღალჩინოსანი დააკავეს

პუბლიკა

„ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის „S-3“-ის უფროსი ს.ბ. დააკავეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ს.ბ.-მ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყების, ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივის ჩაბარების და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო მისიით მონაწილეობის მისაღებად გამგზავრების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 2500 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1000 აშშ დოლარი”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6- დან 9 წლამდე.

LB loan image desktop LB loan image mobile