ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურში იურიდიულ საკითხებში დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბანში, სახელმწიფოს კუთვნილი თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ინფორმაცია „პუბლიკას” „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ დაუდასტურეს. სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურში იურიდიულ საკითხებში დირექტორის მოადგილეს დაინიშნა.

ვინ იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას ქუცნაშვილის დანიშვნამდე და რა ნიშნით შეირჩა ზაქარია ქუცნაშვილი თანამდებობაზე, ამ კითხვებზე სამსახურის წარმომადგენელმა ვერ გვიპასუხა. თავად ზაქარია ქუცნაშვილი „პუბლიკას” ზარებს არ პასუხობს.

შპს „გარდაბნის თბოსადგურის” წილის 49.092% „საპარტნიორო ფონდი” ფლობს, ხოლოდ 50,90% საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ფლობს.