მე შემოვედი იქედან, საიდანაც შემოვდივარ ხოლმე. ჩემი კოლეგები საიდან შემოდიან არ ვიცი. სამარცხვინო ადამიანების გამო გადაადგილების თავისუფლებას ვერ შევიზღუდავ, ძალიან გთხოვთ თავი დამანებეთ. მე ვარ დეპუტატი და მაქვს უფლება დავაჭირო ხელი ღილაკს, როცა მინდა და ვთვლი ამას საჭიროდ. აქციის მონაწილეებს ვერ ვკითხავ… მე არავისთვის არანაირი დაპირება არ მიმიცია. ამის ფონზე, რაც ახლა ხდება კიდევ უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.