ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.
“დღეს ჩვენს საამაყო მეცნიერებათა აკადემიაში უმძიმესი მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ეს განაპირობა იმან, რომ სამეცნიერო ინსტიტუტები და დაწესებულებები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა აკადემია, პრაქტიკულად, არ არსებობს. შესაბამისად, არც ის კოლექტივი, არც ის მეცნიერები არიან ჩვენი აკადემიის წევრები. მაგრამ ახლა საერთოდ გაუფასურდა, „გაპუსტიაკდა“ ჩვენი მეცნიერებათა აკადემია. კანონი, რომელიც მიღებულია მეცნიერებათა აკადემიის შესახებ, არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი და საქართველო. ვფიქრობ, აუცილებელია შესაბამისმა კომიტეტმა, ყველამ მივიღოთ. ეს კანონი ხელახლა დასაწერია, რომელიც მეცნიერებათა აკადემიას ეხება. “