ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში – „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად”, წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა.
რამიშვილის კითხვა კი ასეთი იყო: „ცხადია, რომ ხალხი ნერვიულობს სახლში ჯდომით და ამათ [ოპოზიციას] ორმაგი ნერვიულობა დაემართათ, იმიტომ, რომ სახლშიც სხედან და პლუს სხედან სახლში კი არა ჭურში, იმიტომ, რომ გარშემო მიდის საქმიანობა – „ქართული ოცნება” ისე ართმევს თავს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან დადებითი ემოციები აქვს (თუ შეიძლება ამ უბედურების დროს ემოცია გქონდეს დადებითი, აქვს იმის იმედი, რომ გადარჩებიან მთავრობასთან და ექიმებთან ერთად) და ესენი მოტოვებულად გრძნობენ საოცრად თავს [ოპოზიციური პარტიები]. ამით ხომ არ აიხსნება ის ასევე აბსურდული და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ქმედებები, რასაც აქ ვხედავთ – „გირჩი” მაგალითად, გარეთ გამორბის და პოლიციას ეჭერინება, იმიტომ, რომ აქციებს ატარებს…”;