avatar
გიორგი ვოლსკი
გახსოვთ, ალბათ, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი. თუნდაც ახლა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, საერთაშორისო ურთიერთობები და კავშირები, მათ შორის აშს-სა და ევროკავშირის სტრუქტურებთან, რასაკვირველია, განაპირობებს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გვწამდეს და საფუძველი გვქონდეს ვიფიქროთ, რომ იქნება წარმატებული პრემიერ-მინისტრი. არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ის არის საკმაოდ ჩამოყალიბებული ექსპერტი არაერთ საკითხში. დაწყებული უცხო ენებიდან დამთავრებული ეკონომიკის და სოციალური პროგრამების საკითხებზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის.

განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.