avatar
ნიკა მელია
კალაძის თავში ვცდილობ შევძვრე და ვგრძნობ დიდ უხერხულობას, იმიტომ, რომ მხოლოდ 8 საათზე მათ მიერ გამართული ზეიმი და ტაშფანდური უკვე არის პოლიტიკური ზიანი მისთვის პირადად. იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ რომ ვეტყვი, ჩემო კახი, რატომ იზეიმე? პასუხი არ ექნება ამ ადამიანს. მარტო ამ ელემენტარულ, ტრივიალურ კითხვაზე პასუხი არ ექნება

ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „ფორმულას” ეთერში განაცხადა. ის ტელეკომპანია „იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ „ოცნების” რეაქციას გამოეხმაურა.