COVID-რეგულაციების შესახებ უმრავლესობის დეტუპატმა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. პარლამენტი პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის 50 ლარით დაჯარიმების კანონპროექტს განიხილავს.
“არასწორად დაყენების შემთხვევაში ორი სიტყვა არის ერთმანეთთან დაპირისპირებული. ერთი არის კომფორტი, მეორე არის უსაფრთხოება. ლიბერალებს კომფორტული უსაფრთხოება უფრო აწყობთ, მაგრამ ჩვენ, ექიმები მოწოდებული ვართ, ვთქვათ ასეთი რამ - უსაფრთხო კომფორტი. უსაფრთხო უნდა იყოს ის კომფორტული გარემო, უსაფრთხო პირობებში უნდა იყოს ყველაფერი ის, ბიზნესი, რომ მერე არც სახელი შეგერაცხოს და არც სხვისი დაავადების შემთხვევაში მოგიწიოს დამატებითი თანხების გაღება, რომ იმ ადამიანს შენ უმკურნალო“