ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ტყუილად ცდილობენ ჩვენი ოპონენტებად წოდებული რადიკალური, დექსტრუციული ძალები ჩვეული საინფორმაციო, ფსიქოლოგიური კამპანიის პირობებში პოლიტიკური სურათის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ჩვენ გვაქვს რაღაც განსაკუთრებული კრიზისი. ეს კრიზისი არის ხელოვნურად შექმნილი მეგობრებო. არავითარი კრიზისი არ არსებობს დღეს ქვეყანაში, გარდა იმ კრიზისებისა რომელიც მე ჩამოვთვალე - ეს არის პანდემია, ეკონომიკა, სიღარიბე და ა.შ. “