avatar
თეა წულუკიანი
ძალიან ძნელია „რესპუბლიკელების“ დღევანდელ პოზიციას მოუძებნო რაიმე ტიპის სახელი. ერთი კი ფაქტია, რომ ბატონ ლევან ბერძენიშვილს - ყველა იცნობს, მეც ვიცნობ, შეიძლება, ისე კარგად არა, როგორც ჩემი სხვა თანამებრძოლი, მაგრამ ვიცნობთ ყველა მას და - არ შემეშლება თუ ვიტყვი, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე თავისი აზრი არ აქვს. პირიქით, ეს არის ადამიანი, რომელსაც თავისი მწვავე და კრიტიკული აზრი აქვს ყველაფერზე - ილია მეორეზე, ეკლესიაზე... თუ უფრო განვიტვირთებით და ვიხუმრებთ, იმასაც ვიტყვი, რომ მიუშვა, ალბათ წმინდა ნინოსაც გააკრიტიკებს და არგუმენტებსაც მოძებნის ამისთვის. მაგრამ ის, ვისაც დღეს ვერ გააკრიტიკებს და არ აკრიტიკებს არის მიშა სააკაშვილი. რა სახელი უნდა დაერქვას ამას, მე ნუ მომთხოვთ ამ ეპითეტის ქართულ ენაში მოძებნას. ფაქტია, რომ ეს მძიმე სანახავია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „ღია ეთერში” „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერზე, ლევან ბერძენიშვილზე საუბრისას;