ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ტრიბუნიდან სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
“მე ვიცი, რომ ბატონი ალეკო მეთანხმება ციხე-სიმაგრეების პრივატიზებაში. უცნაური თემაა. ციხე-სიმაგრეებს, რომლებიც ინგრევა მთელ საქართველოში, არავინ კაციშვილი პატრონი არ ჰყავს. არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს შეიძლება ყოფილიყო ცხოვრების სიამოვნება - ამ ქონების მიხედვა და გაცოცხლება ახლიდან. ისევე, როგორც ნებისმიერი იმ სიმდიდრის, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია“