avatar
გიორგი ვოლსკი
მედიათავისუფლებას არაფერი არ ემუქრება. ყველა ნებისმიერი განცხადება, მით უმეტეს შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, ტრაურის სახით გამოსული ჟურნალისტებისა, არანაირად არ შეესაბამება რეალობას, რომელიც საქართველოშია... ...პროკურატურის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს სასამართლოს მიერ დაშვებული. ასე რომ, აი, აქ იურიდიული კაზუისტიკა ჩემი და თქვენი სფერო არაა. „It's not our cup of tea“, - როგორც ამერიკელები ამბობენ.

ეს განცხადებები პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „TV პირველის“ საქმეზე საუბრისას ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.