ასე მიმართა დეპუტატმა ლადო კახაძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, რომელსაც დეპუტატები პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
“მინდა, ვინატრო ღირსეული გამოსავალი მსოფლიოსთვის და ჩვენი ქვეყნისათვის და ამისათვის დიდი გამოცდილება შეიძინა მთელმა მსოფლიომ და ჩვენმა ქვეყანამაც და სისტემამ გაუძლო ამ გამოწვევებს. ერთი თხოვნა მექნება, სანამ კითხვაზე გადავალ - სოციალური, საინფორმაციო ბომბაჟი, ანუ ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში, ყველა დონის ყურისათვის, ყველა დონის ტვინისათვის მინდა, იყოს ყველა პლატფორმიდან. ვიხუმრებ, - უთოს რომ ჩართავ, თავიდან ბოლომდე ადამიანების კითხვებზე პასუხი უნდა იყოს გაცემული და თქვენ ამის პოტენციალი გაქვთ.“
ასე მიმართა დეპუტატმა ლადო კახაძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, რომელსაც დეპუტატები პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
ბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში! დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ. ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ. აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაიღო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ახლა ჯერი ჩვენზეა!
ხელისუფლებამაც ალბათ ის არ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. მოდით კონკრეტულად ვთქვათ: პრეზიდენტი - მას ხომ უკეთესად აქვს პულსზე ხელი დადებული და ხედავს, რისი გაკეთებაა საჭირო და რისი არა. აი, მაგალითად იგივე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. მე, ერთი დეპუტატი დავით ზილფიმიანი რეკომენდაციას ვუწევ გათავისუფლებაზე. რატომ? იმიტომ, რომ არ სჭირდება ამას შესვლა ავ-კარგობაზე ჩვენი სასამართლო სისტემის, ეს არ მოიგულისხმება კანონით, უბრალოდ შეგიძლია შეიწყალო და მორჩა. დამატებით გვინდა რაღაც გამართლება ამის?! დიახ, ბევრ ოპოზიციონერზე უფრო გონიერი და უფრო ინტელექტუალია. რატომ მიგვყავს აქამდე საქმე, თუკი გრძნობ, რომ შველა შეიძლება
რა თქმა უნდა, დიდია პრემიერის როლი ამ საქმეში. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი მარტივი თემა არ არის მიწის გადმოცემა წმინდა მიწაზე საქართველოსთვის და ბოლო პერიოდში, თუ გადავავლებთ თვალი ჩვენს ისტორიას, ტერიტორიებს უფრო ვკარგავდით, ვიდრე ვიმატებდით და დაე იყოს ეს საწინდარი იმის, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს და ზოგადად, შევიძინოთ ის, რაც საბოლოო ჯამში სულიერ შედეგს მოგვიტანს
მორალური ტესტი უკრაინაზე: სულ მცირე — უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება; შემდეგ — სანქციების დაწესება; კიდევ უკეთესი — იარაღის გაგზავნა. მკაფიო ხედვით, რომ პრინციპების ღალატი და ბოროტებისგან თავის არიდება მხოლოდ ამრავლებს მას
მითხარით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ეპოქა, როცა იმაზე მეტი ტაძარი აშენდა, ვიდრე სააკაშვილის პირობებში ან იმაზე მეტი სამონასტრო კომპლექსი აღდგა და ჩაუტარდა რესტავრაცია, ვიდრე სააკაშვილის პერიოდში. მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა თუნდაც საპატრიარქოს რეიტინგი და ნდობა იყო 99%. მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა უფრო მეტად დაფასებული იყო ეკლესია და მოძღვარი. სწორედ იქ ურტყამენ რუსები, სადაც ყველაზე ძლიერია მიშა სააკაშვილი და მიშა სააკაშვილი ნამდვილად არის ძლიერი, გაუტეხელი, მას უყვარს მისი ხალხი, მას უყვარს ღმერთი და მას უყვარს ყველა რელიგიის მიმდევარი, ყველა რწმენის მიმდევარი. ის პატივს სცემს ყველას და მას ნამდვილად უყვარს მისი ეკლესია
30 ოქტომბერს ჩვენ ძალიან მშვიდ არჩევნებს ჩავატარებთ, მშვიდად, მტკიცედ. ჩვენ სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებელი, რომ არცერთი ჩვენი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში. უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით
ოდესღაც მან [სააკაშვილმა], 18 წლის წინ დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცადეს ხინკლის ჭამა. ის აუცილებლად შეჭამს მის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები, იმიტომ, რომ მეტს არაფერს იმსახურებთ
კალაძის თავში ვცდილობ შევძვრე და ვგრძნობ დიდ უხერხულობას, იმიტომ, რომ მხოლოდ 8 საათზე მათ მიერ გამართული ზეიმი და ტაშფანდური უკვე არის პოლიტიკური ზიანი მისთვის პირადად. იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ რომ ვეტყვი, ჩემო კახი, რატომ იზეიმე? პასუხი არ ექნება ამ ადამიანს. მარტო ამ ელემენტარულ, ტრივიალურ კითხვაზე პასუხი არ ექნება
„ქართული ოცნება იქნება პოლიტიკური გუნდი, პოლიტიკური პარტია, რომელიც პირველივე ტურში გაიმარჯვებს, აბსოლუტურად ყველა რაიონში, ყველა ქალაქში. შეიძლება პირადი რეიტინგი მე უფრო მაღალი მოქონდეს იმიტომ, რომ არიან ისეთი ადამიანები, ვინც შეიძლება სხვა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას უჭერდეს მხარს, მაგრამ მე მოვწონდე და მოწონდეს ჩემი გაკეთებული საქმეები, ასეთი ადამიანები ძალიან ბევრია, არის ისეთებიც ვინც, პირდაპირ ვიტყვი, შეიძლება ნაციონლაური მოძრაობის მხარდამჭერი იყოს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატს მე მაძლევდეს ხმას, ძალიან ბევრია ეგეთი ადამაინები“,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ედისონ რისერჩის" კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად.