ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კითხვაზე – არის თუ არა ზიარების კოვზი ვირუსის გადამტანი;
“ზოგადად, მეცნიერებაში და მედიცინაში მნიშვნელოვანი არის, რომ აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი უნდა იყოს ეს ყველაფერი. ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, შესაბამისად, ამის შესახებ მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ... ამისთვის საჭირო არის მეცნიერული კვლევა, თუ ჩვენ ამ კვლევას ჩავატარებთ, შესაბამისად, შეგვეძლება მერე გაგცეთ ამაზე პასუხი.“