“უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის მომცემია, თუ იგი საქმით, მოყვასთან მიმართებაში, არ ჰპოვებს მუდმივად გამოვლენას. მოყვასის სიყვარულიც აზრს კარგავს და ამპარტავნების მიზეზად იქცევა მათთვის, ვისაც თავისი ქველმოქმედებით საკუთარი პიროვნების წარმოჩენა სურს და სიკეთეს ღვთისა და მოყვასის უანგარო სიყვარულით არ აღასრულებს.“
“მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება მსოფლიოში. მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაკეტილია ტაძრები, დაკეტილია მონასტრები და ხალხი იძულებულია წავიდეს სოფლებში და იქ ილოცოს, იქ დაესწროს წირვას. ჩვენ თავისუფლად ვართ აქა - დიდება უფალს და მადლობა უფალს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს [კორონავირუსი] სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება. ეს არის მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად“
“ეს არის სასწაული. მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთადერთი საქართველოს ეკლესიაა, რომელიც მოაქცია ქალმა. წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის“