ქურდობა, ოჯახში ძალადობა, მუქარა - ყველაზე ხშირი დანაშაულები 2020 წელს

პუბლიკა

2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო, 2019 წელს კი – 19 114 პირის მიმართ. ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, შემცირდა 18,3%-ით, – ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობა), 126¹ (ოჯახში ძალადობა) და 151-ე (მუქარა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.