ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

პუბლიკა

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ოქროს დინოზავრით დაჯილდოვდნენ:

  • საუკეთესო ფილმი – კამილა საგინტკანი ნამუშევრისთვის „რა ჩაიდინე, ზარინა?”;
  • საუკეთესო რეჟისორი – მიკოლა ზასიევს ფილმისთვის „აღდგომა”;
  • საუკეთესო ოპერატორი – პოლინ დომეჟენი ფილმისთვის „არ ისრიალოთ”.  

ქუთაისი კინოფესტივალზე წელს ჟიურის წევრები იყვნენ: კინორეჟისორი და საქართველოს კინოინსტიტუტის პრეზიდენტი ნუც ალექსი-მესხიშვილი (ჟიურის თავმჯდომარე), კინორეჟისორი ანა ურუშაძე, პროდიუსერი და მსახიობი ჯასტინ ვედელი, კინოოპერატორი რეინ კოტოვი, პროდიუსერი რინგაილე ლესჩინსკიენე, მსახიობი ლუკა ჩიქოვანი.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 16 ოქტომბერს დაიწყო და დღეს, 22 ოქტომბერს დასრულდა.