ქუთაისში 27 წლის პაციენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

პუბლიკა

ქუთაისში კოვიდდადასტურებული 27 წლის პაციენტი გარდაიცვალა – ამის შესხებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი განცხადებით, პაციენტი 1 ნოემბერს გარდაიცვალა.

„აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება ორჯერ დაფიქსირდა. პირველ შემთხვევაში, 26 ოქტომბერს, დაბალი წნევის მოტივით დაფიქსირებული გამოძახება გაუქმდა ზარის ინიციატორის მიერ, რომლის განცხადებითაც, პაციენტი თავს გრძნობდა კარგად და აღარ ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

მეორე გამოძახება სუნთქვის გაძნელების მოტივით 31 ოქტომბერს, 01:27 სთ-ზე დაფიქსირდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი მისამართზე მყისიერად გავიდა და პაციენტი ცხელებით გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ტესტი კოვიდ-19-ზე და დადგინდა კოვიდინფექცია. როგორც თქვენთვის ცნობილია, სამწუხაროდ, პაციენტი 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა”, – წერს სამინისტრო.