ქუთაისში არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედებისა და იძულების საქმეზე 2 პირს ბრალი წარედგინა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

„ორ სხვადასხვა ეპიზოდზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ქუთაისში, არასრულწლოვანს ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა.

მგზავრობის დროს ბრალდებულმა ავტომანქანა გზიდან გადააყენა, გადმოვიდა და დაზარალებულის მხარეს ჩაჯდომას ცდილობდა, ამ დროს არასრულწლოვანს დამ დაურეკა. ბრალდებულმა დაზარალებულს საუბრის საშუალება არ მისცა და მობილური ტელეფონის მისთვის გადაცემა აიძულა, რა დროსაც არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა.

რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თექვსმეტ წელს მიუღწეველი ორი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.