ქუთაისში ბანკში შეჭრილია შეიარაღებული პირი - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან  არიან მობილიზებულნი.

შსს-ს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა .

„პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.

ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას მიმართავენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილნონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“, – ამბობენ შსს-ში.

მედიაში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, თვითმხილველებზე დაყრდობით, რომ შეიარაღებული პირი 2 მლნ დოლარს მოითხოვს და ათამდე ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.