ქუთაისში ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო

პუბლიკა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზრობაზე ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე რვა სამაშველო ჯგუფი მუშაობს.