ქუთაისში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა

პუბლიკა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, დევნილთა საერთო საცხოვრებელში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ისინი კლინიკაში, ექიმების თქმით, თავბრუსხვევის სიმპტომით შეიყვანეს. კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

მოწამლულები ერთი ოჯახის წევრები არიან. სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს.

ადგილზე „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებიც იყვნენ მისულები. ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.