ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი

პუბლიკა

ფოტო: „ქუთაისი პოსტი“

ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ასევე ფოთის ქუჩა, ავტომშენებლის და აღმაშენებლის ქუჩები.

„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.

ადგილზე  მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მოსახლეობას საჭირო დახმარებას უწევენ.