ქუთაისში ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია დასრულდა

პუბლიკა

ქუთაისში ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია დასრულდა.

აქციაზე სიტყვით მიმართვის დროს გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ყურად არ იღებს მოწოდებებს, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით გამართვასთან დაკავშირებით, დაიწყება საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა.

„თუ ამ გაფრთხილებებს არ მიიღებს ხელისუფლება, დავიწყებთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას, მთელი საქართველოს მასტაბით. თუ რეგიონებში გაფრთხილებებს არ მიიღებს ხელისუფლება ყურად, ეს ნიშნავს გაცილებით უფრო ფართო გეგმას, წინააღმდეგობის მოძრაობის. დეტალებს ჯერ არ ვამბობთ. ეს, როგორც გაფრთხილება, ისე უნდა მიიღოს ხელისუფლებამ. თუ ისინი დრულად  არ მოეგებიან გონს, დაიწყება საერთო ეროვნული წინააღმდეგობა,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აქციის დროს ასევე მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. ტერიტორიასთან შეკრებილი მოქალაქეები აქციის საწინააღმდეგო შეძახილებით გამოდიოდნენ, რასაც შემდგომ მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. ვითარება პოლიციამ განმუხტა.