ქვახვრელში მტკვრის ადიდების შედეგად შექმნილ ხელოვნურ კუნძულზე 2 მწყემსი რჩება – საგანგებო

პუბლიკა

სოფელ ქვახვრელში მტკვრის ადიდების შედეგად შექმნილ ხელოვნური კუნძულზე 2 მწყემსია დარჩენილი. ინფორმაციას ამის შესახებ „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურში უდასტურებენ.

უწყების ცნობით, ორივე მწყემსი ხელოვნურ კუნძულზე საკუთარი სურვილით დარჩა, რადგან ათეულობით შინაური ცხოველის დატოვება არ სურთ. გუშინ კი, ადგილიდან მაშველებმა 4 მწყემსი გადმოიყვანეს.

ადგილზე კვლავ მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს წყლის დონის მონიტორინგი.

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელში ადიდებულმა მდინარემ ხელოვნური კუნძული გუშინ, 24 მარტს შექმნა, სადაც 6 მწყემსი საქონელთან, ცხვრებთან და თხებთან ერთად ჩარჩნენ.