ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

პუბლიკა

ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობაზე ერთი მუშა დაიღუპა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევა სოფელ კობთან მიმდინარე სათადარიგო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას მოხდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.