„ქვეყანა უნდა გაიხსნას“ | თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

პუბლიკა

„ქვეყანა უნდა გაიხსანას“ – ამ ლოზუნგით დედაქალაქის ქუჩებში აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

მოძრაობა „ხალხისთვის“ ორგანიზებით, ავტომობილების კოლონა თბილისის ქუჩებში დადის და კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს სიგნალით აპროტესტებს. მანქანების ბოლო გაჩერება საქართველოს მთავრობის შენობა იქნება.

„1 თებერვალს უნდა გაიხსნას ყველაზე მწვავე სფერო, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი; უნდა გაიხსნას სკოლები და მოიხსნას ეს არაგონივრული, ახირებით დადგენილი კომენდანტის საათი. რეგულაციების დადგენით, მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს მთის კურორტებსა და რესტორნების ბიზნესს. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლებიდან გეგმა, როგორ გამოვალთ საღათას ძილიდან, სადაც მოგვახვედრა ხელისუფლებამ.

დღეს მივცემთ სიგნალს, რომ დროა, ქვეყანა გაიხსნას და დავქოქოთ ქვეყანა“, – განაცხადა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ.