საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ დასკვნას ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მიესალმება სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, მისი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას.
„ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი – სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს. ასევე, ვიცი, რომ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოშიც უამრავი წესიერი და პატრიოტი მოქალაქეა და ველი მათგანაც სამართლიან პოზიციას, უსამართლო ფაქტების წინააღმდეგ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.