ქვეყანაში „ომიკრონის“ 423 შემთხვევაა დადასტურებული - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში 423 „ომიკრონის“ შემთხვევაა დადასტურებული. მისი თქმით, ქვეყანაში ძირითადად „დელტა“ შტამი ცირკულირებს, მათ შორის 5.02% არის „ომიკრონი“.

„მას შემდეგ რაც პირველი შემთხვევა დავადასტურეთ დეკემბრის ბოლო დეკადიდან ცირკულაცია „ომიკრონისა“ ყველა დადებითში გაზრდილია 5.02%-მდე. ანუ, მთლიანად რა შტამიც ცირკულირებს ქვეყანაში, ძირითადად „დელტა“ შტამი იყო, ახლა მათ შორის 5.02% არის „ომიკრონი“, – განაცხდა ამირან გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, მსოფლიოში დღევანდელი მონაცემებით 2.5 მლნ ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აქამდე, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე არ დაფისირებულა.

„ანუ, ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე სერიოზულად იზრდება. ჯერჯერობით მისი ვირულენტობა ბევრად ნაკლებია „დელტას“ შტამზე, მაგრამ მას აქვს ძალიან სწრაფი გავრცელების უნარი და ასევე უნარი აქვს რეინფიცირების. ანუ, ადამიანი თუ ერთხელ იყო ინფიცირებული შეიძლება, რომ მალევე დაინფიცირდეს იგივე „ომიკრონით“, – თქვა გაყრელიძემ.


ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 567 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.