ქვეყნის პიკეტირება, აქციები დედაქალაქში... - რიონის ხეობის მცველების გეგმები

პუბლიკა

ქუთაისში მიმდინარე აქციაზე ნამახვან ჰესის მოწინაარმდეგეთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა გეგმების შესახებ ისაუბრა.

“მინდა გითხრათ ჩენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების შესახებ:

მოკლევადიანი გეგმაა, რომ ამ ღამეს ვათევთ აქ და ხვალ, 8 საათიდან  წავალთ ისევ გუმათში.

თუ კი ხელისუფლება დღევანდელ სრულიად დაუორგანიზებელ აქციას კიდევ არ გაითვალისწნებს, არ გადმოდგამს ჩვენი მისამართით ადეკვატურ ნაბიჯებს, ჩვენ დავაორგანიზებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეყნის პიკეტირებას. ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, დავკეტავთ ავტობანსაც.

ისინი იძულებულნი გახდებიან, მოუწევთ შეასრულონ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები, მაგრამ თუ ამანაც არ იმოქმედა მათზე, აუცილებლად დავიძვრებით დედაქალაქისკენ და აქციებს დავიწყებთ დედაქალაქში”, – განაცხადა გოლეთიანმა.


11 აპრილიდან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათჰესთან არიან შეკრებილი. ისინი მოითხოვენ, რომ პოლიციამ მათ სოფელ ნამოხვანში გადაადგილების საშუალება მისცეს. პოლიციამ დღეს, 14 აპრილს ადგილზე რკინის ღობეც აღმართა და პროტესტის მონაწილეებს ხეობაში არ უშვებს. მათი თქმით, „უსაფრთხოების მიზნით“, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება.

გუმათჰესთან დღეს გამართული აქციის შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებმა ქუთაისში გადაინაცვლეს.