რა არჩევანს სთავაზობს არქი დიღომში ბინის შეძენის მსურველებს 

თბილისის ყველაზე გამწვანებული უბანი დიღომი უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, რადგან ინფრასტრუქტურა ვითარდება, ემატება ახალი საავტომობილო გზები და იხსნება სავაჭრო ცენტრები. ლიდერ დეველოპერულ კომპანია არქის დიღომში, სხვადასხვა ადგილას მრავალფეროვანი პროექტები აქვს. ამ სტატიაში სწორედ დიღომში მდებარე არქის დასრულებულ და მშენებარე პროექტებზე მოგიყვებით.

არქის მიმდინარე პროექტები დიღომში

არქის ბინები დიღომში 3 მიმდინარე პროექტში შეგიძლიათ შეიძინოთ. თითოეული პროექტის ექსტერიერი დახვეწილია, მორგებულია თბილისის ურბანულ განვითარებაზე და დიღმის საუკეთესო, კომფორტულ, ინფრასტრუქტურად განვითარებულ ადგილას მდებარეობს.

  •         არქი რივერთაუნიპრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც პრესტიჟულ უბან დიღომი 8-ში შენდება და ყველაფერია გათვალისწინებული, რაც მაცხოვრებლების კომფორტისთვისაა საჭირო. არქი რივერთაუნის სრულყოფილი ინფრასტრუქტურა მოიცავს: ღია აუზს, სპა და ფიტნეს დარბაზს; ლაუნჯს, კაფეებსა და დასასვენებელ სივრცეებს; სუპერმარკეტსა და აფთიაქს; კეთილმოწყობილი სკვერსა და სპორტულ მოედნებს.
  •         არქი ხეივანისაცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აღმაშინებლის მე-14 კმ.-ზე, აშშ საელჩოს მიმდებარედ მიმდინარეობს. მაცხოვრებლების კომფორტზე მაქსიმალურად მორგებულ ბინებთან ერთად კომპლექსი მოიცავს: 12 000 კვ.. გამწვანებულ ეზოს; კეთილმოწყობილ სკვერს; სპორტულ მოედნებსა და საბავშვო გასართობ სივრცეებს.
  •         არქი დიღომი 3 – ეს არქის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტგუდვილთანშენდება. არქი დიღომი 3-ის მაცხოვრებლებს გადაადგილებას გაუადვილებს ის, რომ მერიის გადაწყვეტილებით მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე გზა დაემატება. კომპლექსში ბინების ფართო არჩევანთან ერთად დაგხვდებათ: გამწვანებული ეზო, კეთილმოწყობილი სკვერი დასასვენებელი სივრცეებით, სპორტულ მოედნები და საბავშვო გასართობი ზონები.

დასრულებული პროექტები დიღომში

ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ დიღომსა და დიდ დიღომში უკვე დაასრულა ოთხი პროექტის მშენებლობა. ოთხივე პროექტი საუკეთესო მდებარეობით, ინფრასტრუქტურითა და გემოვნებიანი არქიტექტურით გამოირჩევა.

  1.       არქი ვუდი –  საცხოვრებელი სახლი დიღმის ტყეპარკიდან 5 წუთის სავალზე მდეობარეობს. 17-სართულიანი პროექტი გამწვანებულ სივრცეშია და გარშემო არსებული შენობებისგან გამოირჩევა დახვეწილი, ლამაზი ექსტერიერით.  
  2.       არქი დიღომი 2 – კომპლექსი დიდ დიღომში, ინფრასტრუქტურულად განვითარებულ ადგილას მდებარეობს და 4 საცხოვრებელ სახლს, 4 000 კვ.. გამწვანებულ ეზოს, საბავშვო და სპორტულ მოედანს აერთიანებს.
  3.       არქი დიღომიარქის ერთერთი პირველი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც 6 სახლს აერთიანებს. კომპლექსი დიდი დიღმის ცენტრალურ ნაწილში, მშვიდ და მყუდრო ადგილას მდებარეობს.
  4.       არქი დიღომი 1 – არქის პირველი პროექტი, რომელიც დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს N30-ში, ჰიპერმარკეტგუდვილიდან“ 3 წუთის სავალზე მდებარეობს

მშენებლობის ხარისხი და ბინის შეძენის პირობები 

არქი თითოეული პროქტის მშენებლობისას საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის მასალებს იყენებს. ერთერთი გამორჩეულია გერმანული ბრენდის YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი. იტონგის ბლოკი შენობაში ტემპერატურას ყველა სეზონზე ინარჩუნებს, 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს.  

არქის პროექტებში ბინის შეძენა მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობებითაა შესაძლებელი: არანაირი პირველადი შენატანი, 12 წლამდე განვადება, შემოსავლების დადასტურების გარეშე. ბინის შეძენის ყველა მსურველს არქი მაღალი ხარისხის, სწრაფ მომსახურებას სთავაზობს: პერსონალური მრჩევლები მომხმარებლებს ბინის შერჩევაში დაეხმარებიან და საჭიროების შემთხვევაში მათზე მორგებულ გადახდის გრაფიკსაც შეუდგენენ. პროექტების შესახებ კონსულტაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ არქის: 2 602 602 ან *6262, ხოლო ვაიბერით/ვოთსაფით: +995 577 69 92 22