რა დანაკარგები აქვს რუსეთს ომის დაწყებიდან დღემდე - უკრაინის გენშტაბი

პუბლიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით
რუსეთმა უკრაინაში 198 260 ჯარისკაცი დაკარგა.

აქედან 590 ბოლო ერთ დღეში.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციის მიხედვით, ომის დაწყებიდან დღემდე განადგურებულია:

3 751 ტანკი,

7 307 ჯავშანმანქანა,

3 095 საარტილერიო სისტემა,

561 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა,

314 საჰაერო თავდაცვის სისტემა,

308 თვითმფრინავი,

294 ვერტმფრენი,

2 665 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენ აპარატი,

970 ფრთოსანი რაკეტა,

18 გემი/ნავი,

6 011 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი,

402 ერთეული სპეცტექნიკა.