რა ხდება, როცა „ღია“ ქალაქებს შორის მიმოსვლა გვსურს და გზად „ჩაკეტილი“ ქალაქია

პუბლიკა

როგორც უკვე ცნობილია, ოთხ დიდ ქალაქში შესვლა და გასვლა აკრძალულია.

ეს ქალაქებია – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი.

ასევე, ვიცით, რომ 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და გასვლა მათთვის, ვისაც ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნება სურთ. კიდევ, ვიცით, რომ ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა რეგისტრირებულ მისამართზე დასაბრუნებლად შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

მაგრამ, რა ხდება მაშინ, როდესაც საგამონაკლისო დღეები გაივლის და იმ ქალაქებს შორის დაგვჭირდება გადაადგილება, რომელთაც შეზღუდვა არ ეხება, მაგრამ გზად ის ქალაქია, სადაც შესვლა შეზღუდულია?

მაგალითად, როგორ უნდა გადავაადგილდეთ ისეთ „ღია” ქალაქებს შორის, რომელთა შორისაც თბილისია?

თავდაპირველად არსებობდა ინფორმაცია, რომ ამგვარ ორ პუნქტს შორის გადაადგილება დასაშვები იქნებოდა, თუმცა „პუბლიკამ” მთავრობის ადმინიტრაციასთან დააზუსტა, რომ „თუ გზად ჩაკეტილი ქალაქია, ვერც იმ ქალაქებში გადაადგილდები, რომელთაც შეზღუდვა არ ეხება”.

შესაბამისად,  ასევე აზრს კარგავს დათქმა, რომ „რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნება შესაძლებელია ნებისმიერ დროს” – თუ ამ მისამართზე დაბრუნება, მაგალითად, ქუთაისის გავლით გიწევთ.

რა როდის გაიხსნება – დეტალები 6 -ეტაპიანი შეზღუდვების მოხსნის გეგმაზე

ვის რამდენით დაეხმარება სახელმწიფო

შეზღუდვების მოხსნის სავარაუდო ვადები