რა როდის გაიხსნება - დეტალები 6 -ეტაპიანი შეზღუდვების მოხსნის გეგმაზე

პუბლიკა

დღეს გიორგი გახარიამ კანცელარიაში სპეციალურ სხდომაზე შეზუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმა წარმოადგინა.

მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ პანდემიამ ჩვენი ცხოვრება ისე შეცვალა, რომ გარკვეული შეზღუდვები წლების განმავლობაში დარჩება.

„ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელი იქნება ეკონომიკის გახსნაზე და აღდგენა საუბარი. ეს არის მარტივი წესები – სოციალური დისტანცირება დადგენილი წესების შესაბამისად, როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში იქნება საჭირო. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენება.[როგორც ჩანს, რაღაც პერიოდი საჭირო იქნება] როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობა, რომ ფიზიკური კონტაქტი შევამციროთ. ეს არის საბაზისო წესები“.

მისი თქმით, ეკონომიკის გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი და უკიდურესად ფრთხილი.

„ეს ყველაფერი ისე უნდა მიმდინარეობდეს, რომ ნებისმიერ მომენტში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემთხვევაში ჩვენ უნდა შევძლოთ უკან გადავხვევა ან  შემდეგ ეტაპზე გადასვლის შეჩერება“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები ეტაპობრივად აღდგება და ეტაპებს შორის 2-კვირიანი შუალედი იქნება.

რომელ ეტაპზე რა გაიხსნება და როგორ აღდგება ეკონომიკური საქმიანობა – იხილეთ სლაიდებზე.