რა ოდენობით ნარკოტიკის ფლობა ედება ბრალად დაკავებულ ბერს

პუბლიკა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის ბრალდებულ ბერს, გიგა ქავთარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

როგორც „პუბლიკასთან”  საუბრისას მისი ადვოკატი ჯიტა გულუა ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს 14.5 გრამი მეტადონის შეძენა-შენახვა ედება ბრალად. მისი თქმით, ბერი გიგა ქავთარაძე დანაშაულს აღიარებს. წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს ჩაინიშნა.

რაც შეეხება მასთან ერთად დაკავებულ მეორე ბრალდებულ რომან მალანიას, მას  10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.


ადვოკატი ჯიტა გულუა ამბობს, რომ მალანიას  ჩანთის წაღება დაკავებულმა ბერმა სთხოვა და თავად ნარკოტიკებზე არაფერი იცოდა.

„მალანიამ დაადასტურა, რომ მას ჩანთა მიღებული ჰქონდა მამაოსგან და სთხოვდა, ეს ჩანთა წაეღო თბილისში მეორე დღეს. უნდა ჩამოსულიყო მამაო და გადამეცა მისთვის ჩანთაო. ხოლო ის, რომ იქ მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერებები, ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუმცა, როცა მან ეს ჩანთა გადმომცა, მთხოვა, განსაკუთრებული ყურადღება მიმექცია – ეს ჩანთა არავითარ შემთხვევაში სხვის ხელში არ უნდა მოხვდესო“, – ამბობს ჯიტა გულუა.