„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ქონების ნაწილი „ქართუ ფონდს“ გადასცა. ის გამოცემა Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, რომ თავისი ქონების დიდი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენება სურს და ბოლო პერიოდში ქონება თავისივე ბიზნესკომპანიებიდან ფონდში ამიტომ გადაიტანა.
მისი თქმით, ფონდს აქტივები ერთადერთი პირობით გადასცა, რომ არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოს პროფილი, რადგან, ივანიშვილს მიაჩნია, რომ მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნესპროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანმდევი დადებითი პროცესები უნდა მოჰყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში“.
ივანიშვილის თქმით, ის ამ ქონების გარდა ფონდისთვის სხვა აქტივებისა და შემოსავლების გადაცემასაც გეგმავს, მათ შორის, ფერწერული ტილოების კოლექციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ან თავად ამ კოლექციის ნაწილისაც.
ექსპრემიერის თქმით, მისი და მისი ცოლის განკარგულებაში არსებული ქონებიდან მხოლოდ 200 მილიონი დოლარის დატოვებას გეგმავს, რაც მისი თქმით, „თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა“. ასევე, ქონების მცირე ნაწილს უტოვებს შვილებსაც.
„ქართუ ფონდისთვის“ 30-31 დეკემბერს უკვე გადაცემულ ქონებას შორისაა სასტუმრო „პარაგრაფი“, „თბილისი პანორამას“ პროექტის შენობები, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია და სხვ. გამოცემა „ქართუ ფონდისთვის“ გადაცემული ქონების სიას აქვეყნებს:
შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში არსებული კომპანიების და მათ საკუთრებაში არსებული ქონების სია:
დამატებითი ქონების სია:
ასევე, გამოცემის ინფორმაციით, გადაცემის პროცესშია:
- კომპლექსი დაბა ბაკურიანში – 7 625 (ქონების ფართი) – 88 801 (მიწის ნაკვეთის ფართი);
- შპს სასტუმრო სიღნაღში – (წილის 70%).