უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განსაზღვრული რეგულაციებით განაახლებენ.
გთავაზობთ იმ რეკომენდაციების ჩამონათვალს, რომელიც მომხმარებლებმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი რეგულაციების შესაბამისად უნდა გაითვალისწინონ:
ერთიან შესასვლელთან უზრუნველყოფილი უნდა იყოს თერმოსკრინინგი, რათა ვარჯიშის დაწყების წინ გაკონტროლდეს ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში ვიზიტორი აღირიცხება და ადმინისტრაცია მიმართავს 122-ს.
შენობის საერთო მოხმარების სივრცეებში დაცული უნდა იყოს დისტანცია (არანაკლებ 2 მ) სავარჯიშო სივრცეში, ვარჯიშის კონტაქტური სახეობებისათვის დასაშვებია უსაფრთხო დისტანციის განსხვავებული ნორმის დაცვა;
უპირატესობა მიენიჭება უნაღდო ანგარიშსწორებას;
უშუალოდ ყველა სავარჯიშო სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება (ხელის დაბანა გამდინარე წყლითა და საპნით ან ხელების დამუშავება არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით);
ჯგუფური ვარჯიშებისა და სტუდიოებისთვის, მომხმარებლები უნდა მიიღონ წინასწარი ჩაწერით.
ხოლო პერსონალური ვარჯიშებისთვის, ინსტრუქტორებმა მომხმარებლებთან ურთიერთობისას შესაძლებლობის გათვალისწინებით უნდა დაიცვან დისტანცია და თავი შეიკავონ ფიზიკური კონტაქტისგან.
რეკომენდაციები ტრენაჟორების დარბაზისთვის:
ტრენაჟორების დარბაზში დაიცავით წესები: სავარჯიშო დარბაზის ყოველ 6მ 2 ფართობზე დაშვებულია 1 (ერთი) ვიზიტორი; გასახდელები გამოიყენებული უნდა იყოს მხოლოდ პირადი ნივთებისთვის; მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ საკუთარი რეკვიზიტები: გასახდომი ქამრები, ხელთათმანები და ა.შ. ყველა პირმა, გარდა მოვარჯიშეებისა, რომელიც ჩართული არ არის ვარჯიშის პროცესში, უნდა გამოიყენოს ნიღაბი.
უფრო დატელური ინფორმაცია თუ რა რეგულაციები უნდა შეასრულონ სპორტულ-გამაჯანსაღებელმა და ფიტნესკლუბებმა სავარჯიშო სივრცეებში ინვენტარის დასუფთავებისას, პირსახოცებისა და ხალათების ჰიგიენის დაცვისას, სანიტარული კვანძისა თუ საპირფარეშოს დალაგება-დეზინფექციისას და რა ვალდებულებები აქვთ სპორტსმენებსა და პერსონალს იხილეთ დოკუმენტში.