რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ კინოთეატრებსა თეატრებს

პუბლიკა

ღონისძიება უნდა გაიმართოს ანტრაქტის გარეშე; წარმოდგენის ხანგრძლივობა უნდა იყოს 3 საათი; ადამიანების განთავსება თითო სკამის გამოტოვებით მოხდება  –  ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ კინოთეატრებისა და თეატრების გახსნასთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარმოადგინა, რომელიც სამინისტროს მხრიდან იქნება დამტკიცებული.

„ზოგადი მოთხოვნებია, სკრინინგის განხორციელება, სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება, 5 კვ.მ-ზე დაიშვება ერთი ადამიანი. ასევე განისაზღვრება ღონისძიების ხანგრძლივობის ზედა ზღვარი (თეატრზე მაქვს საუბარი) – 3 საათი, რომელიც მოიცავს მომხმარებლის შენობაში შესვლისა და შენობის დატოვებას დროსაც.

ღონისძიება უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე. შესაბამისი პროცედურები იქნება განსაზღვრული სადენზიფექციო სამუშაოების მიმართაც. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მომხმარებლის დაშვება მოხდება პირბადით და თითო სკამის გამოტოვებით მოხდება ადამიანების განთავსება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, ორი კვირის ინტერვალიში კი, 1 ოქტომბრიდან თეატრები გახსნება.