რა საფრთხეს ხედავს ლადო კახაძე, თუ ქვეყანა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

პუბლიკა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მთაწმინდის მაჟორიტარმა ლადო კახაძემ განაცხადა, რომ იგი მიესალმება პარლამენტის მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა, თუმცა, მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ადამიანების იზოლაციაში მოქცევას პოლიტიკურმა ჯგუფებმა პოლიტიკური დევნა უწოდონ.

„საგანგებო მდგომარეობა მოიცავს გამკაცრებას, აღმკვეთი ღონისძიების ჩატარებას, იზოლირებას და ადამიანთა დასჯას. ისე არ გამოდგეს, რომ იზოლირებული ადამიანები რომელიმე პოლიტიკური პარტიის ქვეშ და პოლიტიკურ დევნად არ აღიქვას მერე  სხვამ. ამისი მცდელობა ხომ არ არის სხვისაგან, რომ ჩვენგან სამართლიანად მიღებული ან ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღების დროს ვიღაცამ თავის სასარგებლოდ, პოლიტიკურად მერე ანგაჟირებულ სცენარში არ მოიაზროს.

კაცმა დაარღვია, შეიძლება, პროვოკატორია, მაგრამ გააკეთა, დაარღვია, მოხდა მისი იზოლირება და უცბად მთელი პოლიტიკური სპექტრი გამოენთება და აი, პოლიტიკური დევნააა და კაცის იზოლირება მოახდინესო. ეს საფრთხეც გაჩნდება. პირველად ვაკეთებ ასეთ განცხადებას. წინასწარ დავიზღვიოთ მაშინ თავი, რომ ასეთი განცხადება აღარ იქნება არც ერთი მხრიდან“, – განაცხადა კახაძემ.