საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა

პუბლიკა

მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcpv.ge-ს მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 40 შემთხვევაა.  კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  216 პაციენტია.